სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
18-11-2025
-
+


დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან და სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. 16 ნოემბერს, მე-4 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ნახეს ინგლისურენოვანი ანიმაციური თემატური ფილმი. 

ფილმის მთავარი გზავნილი იყო - მეგობრობა, მიღება და ერთმანეთის მხარდაჭერა – შესანიშნავად ეხმიანებოდა ტოლერანტობის დღის მნიშვნელობას. 

პატარა მოსწავლეები საუბრობდნენ, რას ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემა, როგორ ვეხმარებით მეგობარს და რატომ არის სიკეთე მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„სკოლაში გვსურს, რომ თითოეულმა ბავშვმა იგრძნოს, რომ განსხვავებულობა არის ძალა და რომ პატივისცემითა და კეთილგანწყობით ერთად ვქმნით უსაფრთხო და თბილ გარემოს.

გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! ერთმანეთზე ზრუნვითა და გულისხმიერებით შევქმნათ უკეთესი მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება