სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 სკოლის მე-9 კლასელებმა თემა - „შოკოლადის ქიმია“ ექსპერიმენტით, პრეზენტაციითა და ბუკლეტის შექმნით შეისწავლეს 
18-11-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქიმიის გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებითა დ აექსპერიმენტებით და გამოირჩევა მოსწავლეთა დიდი ინტერესით. 

ახლახან, სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ფორმატით იმუშავეს თემაზე - „შოკოლადის ქიმია“.

გაკვეთილი მოიცავდა ექსპერიმენტს, პრეზენტაციასა და ბუკლეტის შექმნას, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა თემა შეესწავლათ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს თუ რა ქიმიური პროცესები ხდება შოკოლადის დამზადებისას, მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც აღწერეს შოკოლადის შემადგენლობა, ქიმიური თვისებები და ჯანმრთელობაზე გავლენა.

გაკვეთილის შემაჯამებელი ნაწილი ბუკლეტების შექმნას დაეთმო - ბავშვებმა ძირითად ინფორმაციას ერთ ბროშურაში მოუყარეს თავი და თანაკლასელებს წარუდგინეს.

„გულწრფელად გვიხარია,როდესაც მოსწავლეები აქტიურად და საინტერესოდ ერთვებიან სასწავლო პროცესში. მადლობა, მეცხრე(ა) კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც თემა - „შოკოლადის ქიმია“ ექსპერიმენტის, პრეზენტაციისა და ბუკლეტის სახით განიხილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება