სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასელის საინტერესო პრეზენტაცია ფარადეის გალიას მიეძღვნა 
17-11-2025
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.

ახლახან, ფიზიკის გაკვეთილზე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა და თანაკლასელებსა და პედაგოგებს წარუდგინა მე-10ბ კლასის მოსწავლე მარიამ ოდიშარიამ.

პრეზენტაციის თემა იყო - „ფარადეის გალია“.

პრეზენტაციაზე მოსწავლემ, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ისაუბრა, როგორ იცავს ეს საოცარი გამოგონება ადამიანებსა და მოწყობილობებს ელექტრომაგნიტური ველებისგან.

მოსწავლეებმა ახალ უკვე იციან, რომ  ფარადეის გალიის პრინციპი გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც - თვითმფრინავებში, ლაბორატორიებში, და მაშინაც კი, როცა მეხი მოდის.

„საინტერესო იყო იმის დანახვა, როგორ ერწყმის თეორია პრაქტიკას და როგორ მუშაობს ბუნების კანონები რეალურად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და საინტერესო ინიციატივები.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციებით სწავლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სასწავლო მეთოდად მიიჩნევა. მისი მნიშვნელობა მრავალმხრივია და მხარს უჭერს მოსწავლის როგორც აკადემიურ, ისე შემოქმედებით განვითარებას. შესაბამისად, სასწავლო მეთოდს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება