| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს.
თემის - „შემოდგომა“ - ფარგლებში, ბავშვებმა სხვადასხვა გრაფიკული პროგრამისა და ციფრული ხელსაწყოს (kids.ge, Paint) გამოყენებით, მრავალფეროვანი ვიზუალური ნამუშევრები შექმნეს, სადაც ასახეს სეზონის ფერები, საშემოდგომო ნუგაბრი, ბუნების ცვლილება.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საბაზისო პროგრამებთან დამეგობრება და შემოქმედებითობის წახალისება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს ავითარებს, არამედ ხელს უწყობს ბავშვებში ფანტაზიის განვითარებას.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და გაკვეთილის ბოლოს ერთმანეთს გაუზიარეს ნამუშევრები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა