| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი და შოთიკო ჯანხოთლები სალოტბარო ფესტივალში მონაწლეობისთვის შეირჩნენ.
გიორგი და შოთიკო სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები არიან და სიმღერის განსაკუთრებული ნიჭითაც გამოირჩევიან.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.
შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები.
კონცერტს წინ უძღოდა 9-დღიანი რეპეტიციები.
მოსწავლეები - გიორგი და შოთიკო ჯანხოთლები ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
„ჩვენი სკოლა მადლობას უხდის გიორგი და შოთიკო ჯანხოთლებს პროექტში მონაწილეობისა და იმ მიღწეული წარმატებისთვის, რასაც ჰქვია ძველი ლაშხური სიმღერების პოპულარიზაცია. გიორგი და შოთიკოს ვუსურვებთ დიდ ასპარეზზე გაბრწყინებას, დაე მათი ხმები ამშვენებდეს ქართულ ფოლკლორს მრავალჟამიერ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეთა ნიჭიერებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა