სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი სიტყვიდან ჯანსაღ ნერგამდე“ - ინტეგრირებული სასწავლო პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
17-11-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განხორციელდა ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - „ჯანსაღი სიტყვიდან ჯანსაღ ნერგამდე“.

პროექტის იდეის ავტორები და მონაწილეები იყვენენ X კლასის მოსწავლეები, სამედიცინო ბიოოლოგიისა და ჯანმრთელობის მასწავლებელი ქეთევან ხუციშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, X კლასის დამრიგებელი - ლალი მეხრიშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის იდეა დაიბადა სამედიცინო ბიოლოგიის გაკვეთილზე, როდესაც ქეთევან ხუციშვილმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა ჯანმრთელი გარემოს, სუფთა ჰაერისა და ბუნების მნიშვნელობაზე. სწორედ ამ დისკუსიიდან გაჩნდა სურვილი სკოლის ეზოს გამწვანების და მისი უფრო სიცოცხლით სავსე და ჯანსაღი სივრცედ გადაქცევის.

იდეა პედაგოგმა ქეთევან ხუციშვილმა გაუზიარა მასწავლებელ ლალი მეხრიშვილს, რის შედეგადაც შეიქმნა ინტეგრირებული პროექტი, რომელმაც ერთიანად გააერთიანა ქართული ენა და ლიტერატურა და ჯანმრთელობა და სამედიცინო ბიოლოგია სიტყვიდან ქმედებამდე, თეორიიდან პრაქტიკამდე.

„პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქამაშიძეების ოჯახმა, რომელმაც სკოლას პალმოლივას ნერგები საჩუქრად გადასცა და გახდა პროექტის მთავარი დონორი და დიდი თანამონაწილე. ქამაშიძეების ოჯახის მხარდაჭერამ ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორ შეუძლია ერთ ოჯახს, თავისი კეთილი ნებითა და ჩართულობით, მთელი სკოლის გარემოზე დადებითი ზემოქმედება მოახდინოს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

X კლასის მოსწავლეებმა: დარგეს პალმოლივას ნერგები სკოლის ეზოში, შეავსეს „ნერგის პასპორტები“ და დაიწყეს დაკვირვების დღიურების წარმოება, შექმნეს სლოგანები, ნარატივები და სამადლობელი ტექსტები, უკეთ გაიაზრეს, რომ მწვანე გარემო, ხე და სუფთა ჰაერი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობას.

პროექტმა მოსწავლეებს ასწავლა, რომ ბუნებაზე ზრუნვა მხოლოდ სიტყვებით არ სრულდება საჭიროა რეალური ქმედება, თუნდაც ერთი პატარა ნერგის დარგვა, რომელიც მომავალში დიდ ხედ გადაიქცევა და ბევრს აჩუქებს ჩრდილს, სიდიადეს და სუფთა სუნთქვის საშუალებას.

სკოლის დირექტორი ეკატერიე ჩიტაური გულწრფელ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორ მასწავლებლებს: ქეთევან ხუციშვილს და ლალი მეხრიშვილს, X კლასის მოსწავლეებსა და ქამაშიძეების ოჯახს – მათი შრომის, ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის და უსურვებს მათ მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც სკოლას კიდევ უფრო გაალამაზებს და გააძლიერებს.

„ჩვენი სკოლის ეზოში დარგული თითოეული ნერგი გვახსენებს, რომ დღეს დარგული ხე – ეს არის ხვალის ჯანსაღი სუნთქვა და ჩვენი ბავშვების უკეთესი მომავალი“, - დასძენენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება