| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებს ბუნების გაკვეთილზე, პედაგოგმა ელგა თეთვაძემ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალების - ფოთლების, ტოტების, კაკლის ნაჭუჭისა და გირჩების გამოყენებით საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ცხოველი.
შემოდგომაზე ბუნებრივი მასალების მრავალფეროვნებამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, ფანტაზია ნამუშევრებად ექციათ, მასწავლებელმა მათი შემოქმედებითობა წაახალისა, რაც საბოლოო ნამუშევრებზე აისახა.
გაკვეთილი აღმოჩნდა არა მხოლოდ სასწავლო-შემეცნებითი, არამედ გასართობიც. მოსწავლეებმა კი უკეთ გაიაზრეს ბუნების მრავალფეროვნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა