| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში წარმატებით ჩატარდა ტრადიციადქცეული „შემოდგომის ზეიმი“ წარმატებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს თემატური ნომრები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სიმღერები და ნიჭიერებით შექმნილი შემოდგომის კომპოზიციები.
ეს დღე იყო ფერთა, მადლიერებისა და შემოქმედებითი შთაბეჭდილებების ნამდვილი ზეიმი, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოსწავლეთა ნიჭი, მშობლების თანადგომა და მასწავლებელთა შრომა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:
ღონისძიების იდეის ავტორი: ნათია არსენაშვილი გახლავთ, მუსიკალურად გააფორმა - ჟუჟუნა კახაძემ, სპორტულ აქტივობებს კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ლევან ანძაველიძე.
„ჩვენს სკოლაში უამრავმა ფერადმა ემოციამ, ხალისმა და ბავშვების ნიჭიერებამ ერთად მოიყარა თავი“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და პედაგოგთა საინეტრესო ინიციატივები.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა კოლეგას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სცენის, დეკორაციების და თითოეული დეტალის გალამაზებაში. თქვენი ერთობლივი ძალისხმევა ნამდვილად იგრძნობოდა და ეს დღე დღე განსაკუთრებულად იქცა.
მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს აქტიურობისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის და ჩვენს მასწავლებლებს დიდი შრომისა და გულისხმიერებისთვის.
ასეთი დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა დიდი ძალაა ერთობა, საერთო საქმე და ბავშვების შემოქმედებითი სული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა