| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში თარიღი გამორჩეულად აღნიშნეს.
ლინდგრენის მოთხრობით შთაგონებულმა მე-4 კლასელებმა, საყვარელი მწერლის დაბადების დღეს კვირეული მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა მწერლის ცნობილი მოთხრობები წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„პეპი გრძელწინდას“ მიხედვით კი ჩაატარეს ვიქტორინა, რომელსაც ქართულის მასწავლებელი თამილა ჭაჭუა ხელმძღვანელობდა.
ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინაში, მსჯელობდნენ, იხსენებდნენ ნასწავლს და კარგადაც გაართვეს თავი.
ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა