სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავლის ქალაქი“ - ლენტეხის N1 სკოლის მოსწავლეთა ინოვაციური პროექტი
17-11-2025
-
+


დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, ინოვაციური განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

ახლახან, მოსწავლეებმა STEAM კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, კონკურსის ფარგლებში კი „მომავალი საქართველო“ - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) პროექტი შექმნეს.

STEAM კონკურსში ჩართულნი იყვნენ ლენტეხის N1 სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ნინო ლიპარტელიანი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის სახელწოდებაა - „მომავლის ქალაქი“. 

მაკეტის შესაქმნელად მოსწავლეებმა გამოიყენეს გადამუშავებადი მასალები.

მაკეტი წარმოადგენს იმ ქალაქის მოდელს, სადაც ადამიანები ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ. ქალაქში ბუნება და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, რაც მოსახლეობისათვის დაბალანსებულ გარემოს ქმნის.

ეკოლოგიურ სისუფთავეს უზრუნველყოფენ დამასუფთავებელი რობოტები, ჭკვიანი ნაგვის ურნები, ნარჩენების დახარისხების ცენტრი, რაც ასევე ქმნის წრიული ეკონომიკის მოდელს. ქალაქში შეხვდებით განახლებადი ენერგიის წყაროებს, ქარის ელექტრო წისქვილებს, მზის პანელებს.

„მაკეტი ტექნიკურად გამართულია Arduino-ს მეშვეობით - ქუჩის განათება, ჭკვიანი ნაგვის ურნები, შუქნიშანი და LCD ეკრანი. ყველაფერი დაპროგრამებულია Arduino-ს მეშვეობით“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტზე მომუშავე ჯგუფებმა გადაწყვიტეს „მომავლის ქალაქი" მშობლიური რაიონის ლენტეხის მაგალითზე შეექმნათ და იმედი აქვთ რომ მომავალში ამ ქალაქის მაკეტს რეალობაში იხილავენ და შესაძლებლობა ექნებათ იცხოვრონ ქალაქში, სადაც მათ ექნებათ განვითარების ჯანსაღი ცხოვრების და ბედნიერების საშუალება. ასეთი ქალაქების სიმრავლე სამომავლოდ უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.

ჯგუფმა მაკეტზე მუშაობა დაასრულა და 20 ნოემბერს მიწვეულნი არიან ქუთაისში სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“ პრეზენტაციაზე.

„ჩვენი სკოლა წარმატებებს უსურვებს ჩვენს მოსწავლეებს და ქ.ნინო ლიპარტელიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულშემატკივრობენ. 

​იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება