სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ როგორია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა“ - ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა
17-11-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორის, ლულა ხვიჩავას ხედვით, მოსწავლის სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი გარემო. ასეთი საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინტერესები და უნარები განავითაროს და ამასთანავე, იგრძნოს, რომ მისი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებულია.

სკოლის წარმატება კი, დირექტორის აზრით, იზომება იმით, თუ რამდენად ხელმისაწვდომია თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი გარემო, სადაც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინტერესები, შესაძლებლობები და ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- თუ როგორია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, რადგან ხარისხიანი განათლება ესაა შესაძლებლობების მიცემა მოსწავლეთათვის აღმოაჩინონ საკუთარი თავი სკოლაში და აირჩიონ სასურველი მიმართულება.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- გუნდურობა განაპირობებს სკოლის წარმატებას, თანამშრომლობით მასწავლებლები ქმნიან საუკეთესო გარემოს სწავლისთვის, სწავლობენ ერთმანეთისგან, ენდობიან ერთმანეთს, ერთად ცვლიან საქმისადმი მიდგომას და წარმატებებზე არიან ორიენტირებულნი

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

 - მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას შორის არსებული ურთიერთობები, პოზიტიური, მეგობრული, სასიამოვნო სასკოლო გარემო, რადგან წარმატების გზა ადამიანურ ურთიერთობებზე გადის.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ... 

- ის მიზნისკენ ისწრაფვის. სჯერა, რომ მას შეუძლია წარმატების მიღწევა.

-  რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- პრობლემების სწორად გააზრებას და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, ყოველმხრივ კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და შემეცნებითი სივრცეები, სადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება საკუთარი თავის პოვნა და რეალიზაცია, სადაც აკადემიური ცოდნის გარდა მოსწავლეები დაეუფლებიან ცხოვრებისათვის საჭირო სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს და სკოლას ეყოლება ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება