სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სწავლება გუნდის მუშაობაა, მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით იქმნება ძლიერი სასკოლო კულტურა“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე
17-11-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძისთვის მოსწავლის პიროვნული განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი აკადემიური წარმატება. დირექტორის თქმით, სკოლის წარმატების საზომია, თუ რამდენად ძალუძს აღზარდოს არა მხოლოდ აკადემიურად ძლიერი, არამედ პასუხისმგებლიანი, ემპათიური ადამიანი, რომელიც მზად არის მომავლის გამოწვევებისთვის. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი​ ჭელიძე პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც ბავშვებს აქვთ პირველივე დღიდან განცდა, რომ მათი იდეები ფასობს და შეცდომა არის განვითარების ნაწილი.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად შეუძლია სკოლას გამოზარდოს არა მხოლოდ აკადემიურად ძლიერი, არამედ პასუხისმგებლიანი, ემპათიური და მომავლისთვის მზად ადამიანი.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- სწავლება გუნდის მუშაობაა, და მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით იქმნება სტაბილური, მეგობრული და ძლიერი სასკოლო კულტურა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- თითოეული მოსწავლის უნიკალური გზა, მათი წინსვლა, ცვლილება და ის ნდობა, რასაც ოჯახები და ბავშვები ჩვენ, პედაგოგებს გვანდობენ.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩემი ძალისხმევა რეალურ გავლენას ახდენს და ბავშვში თვითდაჯერებას, ინტერესს და შემოქმედებით ენერგიას აღვიძებს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- გადაწყვეტილებების მიღებას პრინციპებზე დაყრდნობით, არა სიმპათიებით; გულისხმიერად მოსმენას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველას სჯერა, რომ წესები ყველასთვის ერთნაირად მუშაობს.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ინოვაციური მიდგომები, ემოციური კეთილდღეობა და მაღალი აკადემიური სტანდარტები ერთდება, ხოლო თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა იპოვოს საკუთარი გზა და საკუთარი ძალა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება