სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როდესაც ვხედავ, მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, ჩვენი მუშაობა შედეგიანია, სწორი გზით მივდივართ“- დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი
17-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორ ალისა აბაჯიანისთვის წარმატებული სკოლა იწყება პოზიტიური სასწავლო სივრცით, კვალიფიციური და მოტივირებული პედაგოგებით და მიდგომით, რომელიც თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ითვალისწინებს. მისი თქმით, სკოლის რეალური წარმატება საბოლოოდ მოსწავლეთა მიღწევებში, პროგრესსა და სასწავლო პროცესის ხარისხში აისახება.

დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიან, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან გუნდს, რომლის თანადგომაც ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ამაღლებს მოტივაციას და საერთო მიზნების მიღწევას ამარტივებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი პასუხობს.

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- პოზიტიური სასწავლო გარემო დაინტერესებული კვალიფიციური პედაგოგები და მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- მოსწავლეთა მიღწევები პროგრესი და სასწავლო პროცესის ხარისხი.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ქმნის სასიამოვნო გარემოს, ამაღლებს მოტივაციას და ამარტივებს საერთო მიზნების მიღწევას.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- პროფესიონალი ერთიანი და პასუხისმგებლიანი კოლექტივი, რომელიც მოსწავლის განვითარებაზე მუშაობს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგიანია და სწორი გზით მივდივართ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- გადაწყვეტილების მიღებას მიუკერძოებლად, წესებზე დაყრდნობით და თითოეული მხარის ინტერესების სამართლიან გათვალისწინებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

თითოეული მოსწავლე თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება