სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ როგორი შესაძლებლობების მოსწავლეებს უშვებს, რა ღირებულებებს ასწავლის“- სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე
14-11-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორ ეკა ჩაბაიძისთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი უსაფრთხო, მის ინტერესებზე მორგებული, წამახალისებელი გარემოა. სწორედ ამიტომ, ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მოსწავლე თავს დაცულად, მნიშვნელოვნად და აღიარებულად გრძნობს. მისი ხედვით, მოსწავლის პიროვნული განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი აკადემიური წარმატება.

ეკა ჩაბაიძე საკუთარ პროფესიას გულანთებული ემსახურება და ცდილობს ქვეყანას განათლებული და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე თაობა აღუზარდოს. 

etaloni.ge -ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს. 

 - მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო; მოსწავლეზე ორიენტირებული და წამახალისებელი გარემო.

-  სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორი შესაძლებლობების მოსწავლეებს უშვებს სკოლა, რა ღირებულებებს ასწავლის, როგორი სამოქალაქო პასუხისმგებლობის პიროვნებებს აყალიბებს.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- თანამშრომლობითი კულტურის უქონლობისა და კოლეგების მხარდაჭერის გარეშე ვერ განვითარდება სკოლა.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- წარმატებული, ბედნიერი, ხალისიანი და მხიარული მოსწავლეების სახის დანახვა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...

- უფრო მეტი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, რომ არ დავუკარგო მოტივაცია, უფრო საინტერესო და ხალისიანი გარემო შევუქმნა მათ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- მიუკერძოებლობას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ყველაზე წარმატებული მოსწავლეები იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება