სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა
14-11-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

ახალახან სკოლაში X კლასის პროექტის - „ეროვნული იდენტობისა და ეროვნულ-მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო.

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ - მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები. პროექტში აქტიურად იუვნენ ჩართულნი მე-10 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ზაქარია ფალიაშვილის ღვაწლის შესახებ ქართული პროფესიული მუსიკალური ენის შექმნაში. გაავლეს პარალელი ქართულ ეროვნულ-მუსიკალურ საგანმანათლებლო მოძრაობასა და „თერგდალეულთა“ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „ენა, მამული, სარწმუნოება“ გახდა მათი იდეალის სიმბოლო. მათ გამოკვეთეს თერგდალეულთა დამსახურება ეროვნული იდენტობის გაღვივების კუთხით. მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის გენიალურობაზე. გაიაზრეს საოპერო თეატრის ფუნქცია XIX  საუკუნის მეორე ნახევრის კულტურისა და საზოგადოების ცხოვრების სფეროში. გააკეთეს მოკლე ანალიზი ზაქარია ფალიაშვილის ოპერებზე: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი’’.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია. მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. 

რეალურ გარემოში ნანახმა და მოსმენილმა მოსწავლეებზე უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, მათ უკეთესად გაიაზრეს პროექტის არსი, საინტერესო აღმოჩნდა არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა.

მოსწავლეებმა საინტერესოდ შეაჯამეს  განხორციელებული აქტივობები და თავიანთი შთაბეჭდილებები სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.

პრეზენტაციის დასასრულს სკოლის დირექტორმა პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

დაგეგმილი აქტივობები საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისათვის და კვლავ გამოთქვეს მსგავს პროექტებში ჩართვის სურვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება