სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საოცარი სანახავია გულზე ხელდადებული, ჰიმნს აყოლილი ახალგაზრდები, მჯერა, პატრიოტები აღიზრდებიან“-ლაგოდეხის N3 სკოლის დირექტორი
14-11-2025
-
+


ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში ყოველი დილა საქართველოს ჰიმნით იწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივას სკოლა დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით შეუერთდა. სიახლეს დიდი მხარდაჭერა მოჰყვა მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდანაც. 

როგორც სკოლის დირექტორი თეა მეტრეველი აღნიშნავს, ეროვნული ღირებულებების შეხსენება და მოსწავლეთა პატრიორტული სულისკვეთების ამაღლება მნიშვნელოვანი და დროულია. 

მისი თქმით, ყოველ დილით ჰიმნის შესრულება ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ აღიქვან საკუთარი ქვეყნის სიმბოლოები, გააცნობიერონ მოქალაქეობრივი ვალი. 

„ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სიტყვებიც ზედმეტია, ძალიან დროული იყო, უკვე 2 თვეა ყოველი სასწავლო დღის დაწყების წინ ვაჟღერებთ საქართველოს ჰიმნს, მასწავლებლების და მოსწავლეებიც აღფრთოვანებული არიან საოცარი სანახავია გულზეხელდადებული, ჰიმნს აყოლილი ახალგაზრდები, ეს მათში აღვივებს პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატივისცემას ქვეყნის სახელმწიფოს სიმბოლიკის პატივისცემას. არ შეიძლება ეს ყველაფერი დადებითად არ აისახოს ახალგაზრდების სულიერ განვითარებაზე. მიხარია და მეამაყება, როცა ვხედავ როგორ უხარიათ სკოლაში მოსვლა და ამ ტრადიციაში მონაწილეობა. მჯერა, ჩვენი აღსაზრდელები ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები აღიზრდებიან“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა მზად არის განაგრძოს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება