| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შემოდგომა განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა: ფოთოლცვენა, ფერადი ბუნება... წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები საოცარ სილამაზეს ქმნიან. ირგვლივ ვხედავთ უამრავ თბილ ფერს, გულიც სითბოთი და სიხარულით გვევსება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეაგრძნებინეს მისი ხიბლი და მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა სკოლაში სასიამოვნო გარემო შექმნეს. მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. წაიკითხეს ლექსები, ფრაზები, გამონათქვამები შემოდგომაზე,შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიება ჩატარდა მუსიკის მასწავლებლის დიანა კირვალიძის ხელმძღვანელობით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა