სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი, კეთილგანწყობილი გარემო“-საჩინოს თემის N2 სკოლის დირექტორი ირმა ლომაია
14-11-2025
-
+


წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორ ირმა ლომაიასთვის მოსწავლის განვითარების საფუძველი უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი გარემოა. შესაბამისად, სწორედ ასეთ საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

მისი შეფასებით, სკოლის წარმატების საზომია ის, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეთა ცოდნის, უნარებისა და პიროვნული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტივის ერთიანობას - რადგან სწორედ თანადგომა, საერთო მიზნებისკენ სწრაფვა და საერთო პასუხისმგებლობა აძლიერებს მოტივაციას და იძლევა საუკეთესო შედეგს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორ ირმა ლომაია​ პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი გარემო. ასეთ გარემოში ბავშვი უკეთ ვითარდება. სკოლა არამარტო საგანს ასწავლის, არამედ აყალიბებს პასუხისმგებლობას, თვითშეფასებას და  გუნდურობას. სწორედ  ამიტომ, სკოლა არის ადგილი, სადაც  მოსწავლის პიროვნული  და ინტელექტუალური ზრდა ხდება.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად შეუძლია მას მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და პიროვნული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ის ამაღლებს მოტივაციას, ქმნის ერთიანობას და ეხმარება ადამიანებს საერთო მიზნის მიღწევაში.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის... 

-  მეგობრობა, თანადგომა, სწავლა, რაც ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ, რომ...

- ჩემი შრომა შედეგს იძლევა და სწავლის პროცესი ნამდვილად ღირებული ხდება.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- გადაწყვეტილების მიღებას ობიექტურად, ემოციების გარეშე და ყველას მიმართ თანასწორ  მოპყრობას.

-მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- თითოეულ მოსწავლეს ექნება ცოდნის მიღების, შემოქმედების და ბედნიერების შესაძლებლობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება