სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა“- სამიქაოს საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორსა და სპორტის მასწავლებელს - ჯანგირ (მამუკა) მიქაძეს ემშვიდობება
13-11-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ყოფილ დირექტორსა და სპორტის მასწავლებელს - ჯანგირ (მამუკა) მიქაძეს გლოვობენ. 

ჯანგირ მიქაძე მრავალი წელი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. მას სკოლაში ახასიათებენ როგორც ბრწყინვალე პროფესიონალს, ერუდირებულ, უდიდესი კულტურის მქონე ღრმადპატივსაცემ პიროვნებას. 

„სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი დირექტორისა და სპორტის მასწავლებლის, ჯანგირ (მამუკა) მიქაძის გარდაცვალების გამო,  ბატონი ჯანგირი (მამუკა) მიქაძის პედაგოგიური საქმიანობა უკავშირდება სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლას. წლების მანძილზე იგი გახლდათ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი და სპორტის მასწავლებელი.

უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა მისმა გარდაცვალებამ სკოლას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, ის გამოირჩეოდა სრულფასოვანი კოლეგიალურობით გულისხმიერებით, ბრწყინვალე პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ყველას სიყვარულით, იყო ერუდირებული და უდიდესი კულტურის მქონე.  მან მრავალი თაობა აღზარდა ზნეობის სწორი მიმართულებით. მთელი პედაგოგიური კოლექტივი ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს ქალბატონ მარინას.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სათნო სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. მარადიული ხსოვნა მას!“,- ვკითხულობთ სკოლის სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება