სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ როგორ ზრუნავს თითოეული მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე“- ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი
13-11-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორის - შახალ ისმაილოვის ხედვით, მოსწავლის განვითარების საფუძველია უსაფრთხო, საინტერესო და რესურსებით მდიდარი გარემო, სადაც პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ ბავშვის როგორც ინტელექტუალურ, ისე ემოციურ ზრდაზე.

დირექტორის აზრით, სკოლის ნამდვილი წარმატება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ახერხებს მოსწავლის ღირსეულ და პასუხისმგებლიან პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამ პროცესში კი განსაკუთრებული ადგილი უკავია ერთსულოვნებასა და საერთო მიზნისკენ სწრაფვას, როგორც თავად აღნიშნავს - ერთმანეთის მხარში დგომით მიიღწევა შედეგი. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- უსაფრთხო, საინტერესო გარემო. მდიდარი რესურსები და პროფესიონალი მასწავლებლები.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- როგორ ზრუნავს სკოლა თითოეული მოსწავლის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთმანეთის მხარში დგომით მივაღწევთ შედეგს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- დილით სკოლაში მისულს გაღიმებული მოსწავლის შემოხედვა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ... 

- ჩვენი შრომა დაფასებულია და ჩვენ სწორი გზით მივდივართ.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- დაიცვა სასწავლო პროცესის ყველა მონაწილის უფლებები.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

- ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, სასწავლო კონფერენციები, სასწავლო ოლიმპიადები და უფრო მეტი მოსწავლე გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება