სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-8 კლასელები მთაწმინდის პანთეონს ლიტერატურული კომპოზიციებით სტუმრობდნენ
13-11-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც ეფექტურ სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, VIIIა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ რუსუდან ხობუას ხელმძღვანელობით მთაწმინდის პანთეონს სტუმრობდნენ, სადაც ლიტერატურული კომპოზიციები გამართეს და სახელოვან წინაპართა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„ოქროსფერი მზის სხივებითა და რაღაცნაირად ღვთიური ნათლით მოსილი შეგვეგება მთაწმინდა - სავანე მათი, რომლებიც ყველაზე კარგნი გვყვანდნენ! და ჩვენ, მე, ჩემმა სადამრიგებლო კლასის ( VIIIა) 29 მოსწავლემ, მათმა მშობლებმა კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა ერის სულის უდიადესი გამომხატველია და რომ მათი და ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ პატივისცემა, სიყვარული და სიამაყე თითოეული ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა!!!  ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, ტიციანის სიმბოლურ საფლავთან გავმართეთ ლიტ. კომპოზიციები. ქუთაისური 100 ვარდით შევამკეთ თითოეულის საფლავი. ეს დღე ნამდვილად შეუწყობს ხელს „ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას!“,- აღნიშნავს პედაგოგი რუსუდან ხობუა და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდება. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება