სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლენჯერის N1 სკოლის მე-12 კლასელთა შთამბეჭდავი ექსპედიცია - მოსწავლეებმა მყინვარის დნობის მაჩვენებელი გაზომეს 
20-10-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია. 

8 ოქტომბერს, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ეკატერინე მერლანის და სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, დაიგეგმა ლაშქრობა ჭალადის მყინვარზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსპედიცია კვლევით სახეს ატარებდა და მისი მიზანი იყო მყინვარების დნობაზე გლობალური დათბობის ზეგავლენაზე დაკვირვება. 

გასვლითი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა გაეზომათ მყინვარის დნობის მაჩვენებელი. (მოგეხსენებათ მყინვარები საგრძნობლად განიცდიან დნობას, რაც არც ისე სასიამოვნო ფაქტია.)

ვინაიდან მეთერთმეტე კლასი პროგრამულად გადის მყინვარებს, პედაგოგმა - ეკატერინე მერლანიმ რამდენიმე კლასი გააერთიანა და მასშტაბური, ძალზედ ნაყოფიერი და საინტერესო ლაშქრობა მოაწყო. მე-12 კლასელებმა, პედაგოგთან ერთად, მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დალაშქრეს. 

ბავშვებს საშუალება მიეცათ ახლოდან ენახათ „მესტიაჭალას“ სათავე. „მდინარის დაბადება“ - ასე უწოდეს ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გონიერმა მოსწავლეებმა ამ მოვლენას.

„ექსპედიციის ამოცანაა მომავალ წელს ისევ მოინახულონ მყინვარი და დაახლოებითი აზომვითი შედარება გააკეთონ ყინულის დნობის მაჩვენებლისა. წარმატებები კატერინე მერლანსა და ​ჩვენს საოცარ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება