სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილს ფოტოსტენდი მიუძღვნეს
16-10-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს  მიმართავენ, რაც, რა თქმა უნდა, ბავშვების ცოდნაზე აისახება.

მე-5 კლასელებმა უკვე ისწავლეს სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული, მწერალ რევაზ  ინანიშვილის სამი  მოთხრობა: „ეთერი“, „უკუღმა  დაჭედილი“ და „მირანდუხტ“.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლეილა არჩემაშვილმა ბავშვებს ბევრი უამბო მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

გომბორელ ბავშვებს მან წაუკითხა რეზო ინანიშვილის მოთხრობა „გომბორი“.  მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მწერალი ზაფხულის არდადეგებს მათ სოფელში ატარებდა, რამაც მათი აღფრთოვანება გამოიწვია. უამბო აგრეთვე ცნობილი მწერლის უჯარმის  სახლში ცხოვრებასა და მის მეუღლესთან როზა ინანიშვილთან  სიყვარულით სავსე ურთიერთობაზე. ასევე პედაგოგმა მოსწავლეებს ფოტოები აჩვენა, ბავშვებმა კი გადაწყვიტეს საყვარელი მწერლისადმი მიძღვნილი ფოტოსტენდი შეექმნათ.  ეს ხომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებასა და სწორად წარმართვაში  ეხმარება.

მასწავლებელმა ფოტოები დაუბეჭდა და მეხუთეკლასელებმა პატარა ხელებით ლამაზი სტენდიც შექმნეს. მეხუთეკლასელებს კიდევ ბევრი გეგმა აქვთ - ქართველ  მწერალთა ცხოვრებასა  და  მოღვაწეობას უფრო ახლოს რომ  გაეცნონ და ბევრი რამ ისწავლონ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება