სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი პროფესია არის სულიერი მისია“ - მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი და თბილისის N37 სკოლის დირექტორის გულთბილი მილოცვა 
15-10-2025
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შეიქმნა ორიგინალური მისალოცი ვიდეორგოლი, რომელშიც პედაგოგები საკუთარ პროფესიულ გზასა და მასწავლებლის როლზე საუბრობენ.

ვიდეოში მასწავლებლები გვიზიარებენ გამოცდილებას, აღწერენ იმ ემოციებს, რომლებიც პროფესიის არჩევასთან და ყოველდღიურ საქმიანობასთან აკავშირებთ. მათი თქმით, მასწავლებლობა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ პასუხისმგებლობა, სიყვარული და მუდმივი თვითგანვითარებაა.

ვიდეორგოლის შექმნის მიზანი იყო პედაგოგების შრომისა და ღვაწლის აღნიშვნა და მათი როლის ხაზგასმა განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

ვიდეორგოლი გამოქვეყნდა სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და დირექტორის - ლარისა მელაძის მისალოც წერილთან ერთად. 

„ძვირფასო პედაგოგებო!

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, მასწავლებლის დღეს .

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ანთებთ ცოდნის ლამპარს განათლების ტაძარში. შეგირდებს ასწავლით ცხოვრებას, ადამიანობას, სიკეთესა და პასუხისმგებლობას.

თქვენი პროფესია არის სულიერი მისია, რომლის შედეგიც საუკუნეებს გასცდება. თქვენი სიტყვები, თქვენი მაგალითი, თქვენი სითბო თითოეული ბავშვის გულში რჩება და იქიდან იწყება ქვეყნის მომავალზე ფიქრები.

გმადლობთ, რომ ამ სირთულეებით სავსე, მაგრამ ღირსეულ გზას შეუდექით და ასე თავდაუზოგავად ემსახურებით ჩვენს მომავალს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, შემოქმედებით ენერგიასა და ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველთვის დაგარწმუნებენ რომ ტყუილად არ აგირჩევიათ ეს პროფესია.თქვენი შრომის შედეგი ჩვენი სკოლის ღირსებაა. პატივისცემით -  სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე“,- ვკითხულობთ წერილში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება