სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აქ ოცნებები იბადება და მომავალი შენდება“ - ზღაპრულად დაწყებული სასწავლო წელი ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში
15-10-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის საზეიმო დასაწისი. 

დირექტორი ანეტა გედევანოვი და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად უქციეს. 

დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება პატარებს სიხარულად ექცათ - პირველ სასწავლო დღეს პატარებს ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.

მხიარულების შემდეგ, პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ცოდნის სამყაროში დიდი სიხარულით შეუძღვნენ. მოტივირებული მოსწავლეები კი სასწავლო პროცესში დიდ ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

„აქ ოცნებები იბადება და მომავალი შენდება... ახალი სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია... წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო“,- დიდი სიყვარულით მიმართა სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ანეტა გედევანოვმა და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

მართალია, სასწავლო პროცესი მეოთხე კვირაა დაიწყო, მაგრამ პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 

მოსწავლეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება