| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ბუნებაში, რომის თემა იყო - „კვლევითი მოწყობილობები“. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნატალია ფედოროვა, რომელიც მოსწავლეთა ბუნებისმეტყველებით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავს.
გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს კვლევითი მოწყობილობების მრავალფეროვნებაზე და მათ დანიშნულებაზე, ასევე რომელ პროფესიაში გვხდება ესა თუ ის მოწყობილობა.
მათ მასწავლებლის დახმარებით, გამოიკვლიეს სხვადასხვა ფიზიკური სხეულის მასა და მოცულობა. კვლევის პროცესში მთელი კლასი აქტიურად ჩაება და შედეგების ცხრილიც შეადგინა.
გაკვეთილის ბოლოს მათ ისაუბრეს საკითხებზე, რომელიც მათთვის კარგად იყო ნაცნობი და იმ სიახლეებზე, რომელიც აღნიშნული გაკვეთილის მეშვეობით შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა