სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუჟალის, ჭუბერის, კალის, მესტიის N2, ლახამულასა და მაზერის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
13-10-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორი მარლენ მარგიანი, ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო სუბარი, კალის საჯარო სკოლის მასწავლებელი რაულ გულბანი, მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა გულედანი, ლახამულას საჯარო სკოლის პედაგოგი ნაზი საბანიძე, მაზერის საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზა ხორგუანი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელით დასაჯილდოებელ კანდიდატებს მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს მესტიის რესურსცენტრის უფროსმა, მარიამ ჯაფარიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ. სპეციალური ჯილდო დამსახურებულ პედაგოგებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დარგობრივმა კურატორმა განათლების, მეცნიერებისა და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძემ გადასცა.

ღონისძიების საზეიმო ნაწილი მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“ გახსნა. ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგა ანსამბლი „ბანგურიანი“, ცერემონიალის დასასრულს, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ბეთქილ“.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება