| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინგლისურს, როგორც მსოფლიოს საკომუნიკაციო ენას, განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მის სიღრმისეულ სწავლებაზე, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება. რიგი მოსწავლეებისა უკვე თავისუფლად კითხულობს ინგლისურენოვან ნაწარმოებებს.
ახლახან, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა - ლილე სიგუამ და ნინო აშორტიამ ინგლისურენოვანი ნაწარმოების - The Boys in the Back Row პრეზენტაცია გამართეს.
მათ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ნაწარმოების მოკლე შინაარსი, შემდეგ კი ქართულ ენაზე თარგმნეს მონაყოლი.
პრეზენტაცია შთამბეჭდავი გახლდათ, რაც აღნიშნულ მოსწავლეთა მიერ ინგლისური ენის ცოდნის გამოვლენამ განაპირობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია, მოადგილე, ბიბლიოთეკარი და სხვა პირები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა