სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასდროს ვიღებ ცალსახა გადაწყვეტილებებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა“ -  კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ტაბატაძე 
10-10-2025
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ცირა ტაბატაძისთვის, მთავარი პრიორიტეტია სწავლების მაღალი ხარისხი და სამართლიანობა. დემოკრატიული ღირებულების მატარებელი ყოველთვის ისმენს პედაგოგთა აზრს და გადაწყვეტილებებს საერთო შეთანხმებით იღებს, რაც სკოლაში ნდობასა და ჰაერმონიას ქმნის. 

საბაზო საფეხურის, მცირეკონტიგენტიანი სკოლა წელს 60 მოსწავლეს ითვლის, მათგან 5 პირველკლასელია.

ყოველი სასწავლო წლის დაწყებას სკოლა განსაკუთრებული მზადყოფნით ხვდება. 

„ყოველ წელს მომზადებული და მოწესრიგებული ვხვდებით სასწავლო წლის დაწყებას. განაწილებული გვაქვს საათები, დასახული გვაქვს გეგმები, ვეცნობით ყველა სიახლეს და საჭიროებიდან გამომდინარე ვნერგავთ. 15 სექტემბერს აუცილებლად ვმართავთ ღონისძიებას. ვესალმებით და წარმატებას ვუსურვებთ მოსწავლეებს. პირველკლასელებთან კი ტრადიციად გვაქვს - წინასწარ მოგვყავს სკოლაში, ვაცნობთ სასკოლო სივრცეს, რომ უფრო მომზადებულნი შეხვდნენ სასკოლო ცხოვრების დაწყებას და მარტივად ადაპტირდნენ. ყველა მოსწავლეს ვუქმნით ისეთ სასწავლო გარემოს, რომ სიხარულით მოდიოდნენ სკოლაში და აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში ამჟამად 17 პროფესიონალი პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან ყველა სერტიფიცირებულია. მათი მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. მცირე კონტინგენტის წყალობით, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური ყურადღება ეთმობა - ზოგ კლასში სულ 3-6 ბავშვია, რაც საშუალებას იძლევა სწავლება იყოს უფრო მიზნობრივი და შედეგიანი.

„სკოლაში 17 პროფესიონალი პედაგოგი ასწავლის, ყველა სერტიფიცირებულია, გვყავს როგორც წამყვანი, ასევე უფროსი მასწავლებლები. ყველა მათგანი მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რათა აამაღლოს მოსწავლეთა სწავლის ხარისხი და გააუმჯობესოს მათი აკადემიური მოსწრება. ჩვენს მოსწავლეებს კერძო რეპეტიტორებთან მომზადება არ სჭირდებათ. ყველაზე მეტი მოსწავლე, რაც კლასში გვიზის 11-ია, დანარჩენ კლასებში კი 4, 5, 6 და ზოგან 3 მოწაფეა. მოსწავლე-მასწავლებლებს აქვთ საკმარისი დრო საკითხი საფუძვლიანად შეისწავლონ. 

მიხარია, საბაზო საფეხურის გაფართოება, მე-10 კლასი დაგვემატა, რაც საბაზო განათლების კიდევ უფრო სიღმისეული სწავლების საშულებას მოგვცემს. 

ჩვენი სკოლადამთავრებულები, ძირითადად, აქვე სოფელში არსებულ საშუალო სკოლაში აგრძელებენ სწავლას, იშვიათი შემთხვევაა, როცა მოსწავლე პროფესიულ სასწავლებელში ან კოლეჯში მიდის. მოსწავლეებთან სკოლიდან წასვლის შემდეგაც მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ისინი, ვინც ჩვენთან თავდაუზოგავად, კარგად სწავლობდნენ , იქაც წარმატებით აგრძელებენ განათლების მიღებას. ბევრი ოქროსმედალოსანიც გვყოლია, რომლებიც შემდგომ წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და საკმაოდ წარმატებული სტუდენტები არიან, რაც მახარებს და მაბედნიერებს. საბაზო საფეხურზეც ბევრი გვყავს ისეთი მოსწავლე, რომელთა წარმატებები დაფასებულია და სახელმწიფოს მიერ კომპიუტერებითაც არიან დაჯიდოებულნი“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ცირა ტაბატაძე მომავალი თაობის განათლებას 16 წელია ემსახურება, ოთხი წელი კი დირექტორის მოვალეობას ასრულებს. მისთვის სკოლის მართვა სამართლიანობაზე დგას, სწავლების მაღალი ხარისხი კი მთავარი პრიორიტეტია. 

„16 წელია რას განათლების სისტემაში ვმუშაობ და მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ვემსახურები, აქედან 4 წელია, რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის, მთავარია სკოლაში იყოს სწავლების მაღალი ხარისხი. მონიტორინგს ვუწევ - პედაგოგმა რა შეასრულა, სად რა პრობლემა აქვს დასახული გეგმის და კრუკუმის მიხედვით და ხარვეზების შემთხვევაში, ერთობლივად ვასწორებთ მას. მიმაჩნია, რომ სკოლაში სრული კომფორტისთვის, საჭიროა, ერთმანეთის აზრის მოსმენა, არასდროს ვიღებ ცალსახა გდაწყვეტილებებს. საერთო შეთანხმების მისაღწევად, ჩართული მყავს არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოება. მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელი პირის აუცილებელი თვისება უნდა იყოს სამართლიანობა, როცა შენს გარშემო ყველა გრძნობს, რომ ხარ სამართლიანი, არავის გამოარჩევ, ყველა თანაბარუფლებიანია, ეს ნდობის ხარისხს ამაღლებს და სრულ ჰარმონიას ქმნის“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევა, როგორც თავად ამბობს, ისინი შვილებივით უყვარს და ცდილობს, მათი მეგობარი იყოს. „სიხარულს და პრობლემას ერთად ვიზიარებთ. ბავშვებს სულ ვეუბნები, რომ სიყვარული ბუმერანგია - რაც გასცემ, უკან გიბრუნდება“,- ამბობს ის და ახარებს, რომ მოსწავლეებისგანაც სითბოსა და სიყვარულს იღებს. 

მოსწავლეებისადმი ჩემი დამოკიდებულება ცალკე თემაა, მე ისინი შვილებივით მიყვარს, მათი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის გვერდში ვუდაგავარ და ვცდილობ ბოლომდე გავიზიარო მათი სიხარული, პრობლემა თუ აზრი. მათი მხრიდანაც ანალოგიურ სიყვარულს ვგრძნობ. მახარებს, რომ კურსდამთავრებულებიც არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და ჩვენი ხშირი სტუმრები არიან.  სულ ვეუბნები ბავშვებს უყვარდეთ ადამიანები გასცენ სითბო, რადგან სიყვარული ბუმერანგია, რასაც გასცემ და უკან გიბრუნდება“,- ამბობს ცირა ტაბატაძე. 

საუბრის ბოლოს კი ახალგაზრდებს განსაკუთრებულ გზავნილს უტოვებს: „პირველ რიგში მინდა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ, ბოლომდე იბრძოლონ დასახული მიზნების მისაღწევად, ახლა ისეთ საუკუნეში ვცოვრობთ, მთავარი მონდომებაა, რომ ყველა მიზანს მიაღწიო, არ შეგეშინდეთ დაცემის, რადგან ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს. ადექით და იარეთ შეუჩერებლად წინ საუკეთესო მომავლისკენ“. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება