სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის მთავარია სკოლაში იყოს თანასწორობაზე, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო“- ზემო ოროზმანის სკოლის ხელმძღვანელი მაია გაჯიევა
10-10-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. მცირეკონტიგენტიან სკოლაში სწავლება პერსონიზირებულია, პედაგოგები კი ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან. 

სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული მოლოდინითა და სიხარულით ხვდება. წელს სკოლაში 148 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 13 პირველკლასელია.

როგორც სკოლის დირექტორის მ/შ მაია გაჯიევა აღნიშნავს, სასწავლო წლის დაწყება მთელი პედაგოგიური გუნდისთვის ნამდვილი დღესასწაულია - ზეიმით ეგებებიან საყვარელ მოსწავლეებს და განსაკუთრებული სითბოთი ხვდებიან პირველკლასელებს.

„ყოველწლიურად დიდი მოლოდინითა და სიხარულით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს, ზეიმით ვხვდებით ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, განსაკუთრებულ მზრუნველობას ვიჩენთ პირველკლასელებისადმი, რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი, ვცდილობთ თავი ოჯახურ გარემოში ვაგრძნობინოთ, სიხარულით ჩავაბათ სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. 24 გამოცდილი პედაგოგი ყოველდღიურად ზრუნავს, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული. 

„სკოლა მცირეკონრიგენტიანია, სადაც 24 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან და სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ. სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, რაც უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილებს. ხანგრძლივი არდადეგებიდან დაბრუნებულები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და მშვენიერი აკადემიური შედეგებიც აქვთ, რაც თითოეული პედაგოგის დამსახურებაა, რაც მახარებს. 

წელს სკოლა 9 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან სამი საკმაოდ მაღალი შედეგებით ჩაირიცხა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მიხარია თითოეული მოსწავლის წარმატება, მინდა მეტად იყვნენ მობილიზებულნი და სწავლაზე ორიენტირებული“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

მაია გაჯიევა, რომელიც 44 წელია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება მოსწავლეებს ხშირად ახსენებს, რომ განათლება ცხოვრებაში მთავარი იარაღია. ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობას უკვე 4 წელია ასრულებს და ცდილობს სკოლაში თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო დაამკვიდროს. 

„სკოლაში პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს და ზუსტად ვიცი სწავლის ფასი, ამას ყოველთვის ვუხსნი ჩვენს მოსწავლეებს. 4 წელია, რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე. ჩემთვის მთავარია, სკოლაში ყველა თანასწორუფლებიანად გრძნობდეს თავს, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ვცდილობ, ყველას აზრი გავითვალისწინო, მოვუსმინო და გადაწყვეტილება ისე მივიღო, მთავარია ეს ყველაფერი სკოლას და სასწავლო პროცესს წაადგეს.

უმნიშვნელოვანესია, პედაგოგებმა კარგად იცოდნენ თავისი საქმე, რაც ჩვენ სკოლას ნამდვილად არ აკლია, ამიტომ მათ მიმართ ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი, პატივს ვცემ, ვაფასებ მათ შრომას და  ვახალისებ, რასაც მეტი ენთუზიაზმი და მონდომებას მოსდევს. ცხოვრებაში მთავარია ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული უნდა გასცე, რომ უკან დაგიბრუნდეს - ეს ჩემი ცხოვრების კრედო და მიზანია“,- აღნიშნავს მაია გაჯიევა.

მისი მოსწავლეებთან ურთიერთობა მეგობრობასა და სიყვარულზეა აგებული.

„მოსწავლეები განსაკუთრებულად მიყვარს, ვცდილობ ვიყო მათი მეგობარი - დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ვმეგობრობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ სხვადასხვა შთაბეჭდილებებს. ყოველთვის ვეუბნები, რომ მთავარია პატივს სცემდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი, არ შეშურდეთ არავისი, დანარჩენი კი თავისით მოვა. ისინიც სიამოვნებით მისმენენ და მინდა გითხრათ, რომ კარგად ითავისებენ ცხოვრების ამ ჭეშმარიტებას“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში გამორჩეული მნიშვნელობა ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას. 

„ჩვენი სოფელი ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობითაა დასახლებული და სამწუხაროდ, ჩვენს ახალგაზრდობაში კარგად არ ვიცოდით ქართული, რაც ძალიან სამწუხაროა, რასაც ვერ ვიტყვი ახალგაზრდა თაობაზე, სკოლაში გვყავს დამხმარე მასწავლებელი, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავს, რომ ბავშვები სრულყოფილად დაეუფლონ ქართულს, ყველა მოსწავლე კარგად საუბრობს და უყვარს ქართული ენა“,- აღნიშნავს დირექტორის მ/შ.

დირექტორის ახალგაზრდებისადმი გზავნილი კი შემდეგია: „ისწავლონ, იყვნენ აქტიურები,  განათლებულები, სრულყოფილად დაეუფლონ სახელმწიფო ენას - ეს არის გზა მათი წარმატებისკენ და, რაც მთავარია, იყვნენ კარგი ადამიანები, საზოგადოების ღირსეული წევრები“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება