სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უაზროდ დიდი ტექსტები იყო“- სამაგისტრო გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები გამოცდის სირთულეს აფასებენ
21-07-2025
-
+


21-22 ივლისს გამოცდების მაგისტრობის მსურველებლი აბარებენ. დღეს, აპლიკანტებმა გამოცდის პირველი ნაწილი წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა ჩააბარეს და ტესტის საკითხებზეც ისაუბრეს. 

„წაკითხულის გააზრება იყო 3 ტექსტისგან შემდგარი და რეალურად მარტივი შინაარსით, კითხვები იყო საშინელება და ორაზროვანი…. ანალიტიკურ წერა იყო პარლამენტში ქალთა კვოტირებაზე. პარლამენტში გაზარდეს ქალების რაოდენობა, გახდა 9%, აქედან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი კანონი ისევ არ ქონდათ მიღებული პარლამენტში. ექსპერტები, რომლებიც პარლამენტში ქალთა სიმრავლეს თავიდანვე  კრიტიკულად უყურებდნენ, აღნიშნული კანონის ვერ მიღება სწორედ ქალების რიცხვის გაზრდას დააბრალეს. დავალებაში უნდა გაგეკრიტიკებინათ ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება არგუმენტებით...  რაც შეეხება მეორე დავალებას, გვეუმნებოდა რომ  ფოტოჟურნალისტმა კრიტიკულ სიტუაციაში კამერა უნდა გადადოს გვერდზე და ადამიანს უნდა დაეხმაროს გასაჭირში და ამაზეც არგუმეტირებულად უნდა გესაუბრა“.

„საკმაოდ მარტივი ტექსტები იყო და კითხვებიც არ იყო რთული, უბრალოდ ზოგი კითხვა იყო ფორმულირებული ჩახლარტულად თავისი პასუხებიანად და შეიძლება ერთი სიტყვის გამო არ ყოფილიყო სწორი პასუხი, ამიტომ კარგად უნდა დაკვირვებოდი კითხვას. სხვა მხრივ არ ვიცი ვერ ვიტყვი რომ რთული იყო“.

„წაკითხულის გააზრების სირთულე ნორმალური იყო, უბრალოდ უაზროდ დიდი ტექსტები იყო სამივე. წინა წლებში ერთი ტექსტი მაინც იყო შედარებით პატარა.
ანალიტიკურში აშკარად სახეცვლილი იყო პირველი კომპონენტი. შედარებით მცირე ინფო იყო რაც შეგეძლო გამოგეყენებინა არგუმენტებად.
 
მეორე კომპონენტი არც ძალიან რთული იყო, არც ძალიან მარტივი, უბრალოდ არგუმენტები ყველა ერთ სპექტრში უნდა წაგეყვანა, ლოგიკურად დალაგებული მსჯელობა, რომ გამოსულიყო“

„გააზრებაში მხოლოდ 2 ტექსტი მოვასწარი და იმედი მაქვს შევძლებ სათანადო ქულების მოგროვებას. საკმაოდ რთული ტესტი იყო და დრო ცოტა. მესამე ტექსტი სულ გამოვტოვე, არასწორ პასუხსი კიდევ ქულის დაკლება აღარ მინდოდა“ ქალთა კვიტირებაზე იყო, მას შემდეგ რაც პარლამენტსი ქალების რაოდენობა გაიზარდა წლის ბოლოს აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი კაონის მიღება ვერ მოესწროო და ექსპერტები ამას ქალებს აბრალებდნენ. მეორე ტექსტი კიდევ ფოტოჟურნალისტებზე იყო, უნდა დაანებოს თუ არა გადაღებას თავი და დაეხმაროს ადამაინებს კრიტიკულ სიტუაციებში“

წაკითხულის გააზრებაში, ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში:


1. სწორი პასუხის გაცემისთვის იწერება 1 ქულა;
2. თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა;
3. არასწორი პასუხისთვის აკლდება 0.2 ქულა (ანუ იწერება -0.2 ქულა).

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მაქსიმალური შესაძლო ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები (ტესტის ნაწილების მიხედვით):

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება