| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა ერასმუს+ პროექტი, რომლის მიზანი იყო სკოლის ლიდერების საგანმანათლებლო და პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და კოლეგიალური მხარდაჭერის კულტურის ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც სკოლებში კოლეგიალური კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით დირექტორთა საჭიროებების იდენტიფიცირებას წარმოადგენდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ონლაინკითხვარი, რომელიც გაიგზავნა სკოლების დირექტორებთან შესავსებად. მიღებული მონაცემები დამუშავდა და განხორციელდა ანალიზი, რაც საფუძვლად დაედო შემდგომ ნაბიჯებს. მიღებული შედეგებისა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე არსებული მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს დირექტორებისთვის კოლეგიალური მხარდაჭერის პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას. გარდა ამისა, კოლეგიალური მხარდაჭერის მიმართულებით შემუშავდა პროფესიული განვითარების თვითრეგულირებადი კურსი, რომელიც სკოლის ლიდერებს დაეხმარება კოლეგიალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაში.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტები კონსორციუმის წევრ ქვეყნებში, საბოლოო ეტაპზე კი გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია ქალაქ თელავში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის 40-მდე სკოლის დირექტორმა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას