სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ერთობლივად ჩაერთნენ
30-04-2025
-
+


22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში: ნახატებით, პოსტერებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობა წარმოადგინეს.

„მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირე სოფელ ველევის საჯარო სკოლისათვის დიდი სატკივარია, მაგრამ, ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ, იმავდროულად კი საინტერესო და სახალისო იყოს“, - გვიამბობს ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჭიჭინაძე, რომელიც იმასაც გვიმხელს, რომ ყველა ღონისძიებაში მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად არიან ჩართულები.

„ასე აღვნიშნეთ დედამიწის დღეც: ერთად ვნახეთ ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ დაუდევრად ეპყრობა ადამიანი ბუნებას; ვიმსჯელეთ და მივედით დასკვნამდე, რომ თუ გარემოს არ გავუფრთხილდებით, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება ჩვენი ქმედების შედეგი; გავეცანით ბუნების ქომაგის, მიხეილ მურვანიშვილის ღვაწლს ქვეყნის წინაშე და იგი მისაბაძ პიროვნებად იქნა მიჩნეული, მერე კი ერთად მოვუარეთ ნაზამთრალ ოთახის ყვავილებს, მივუჩინეთ სათანადო ადგილი სკოლის დერეფანში არსებულ თაროებზე - ძალიან გალამაზდა და გახალისდა სასკოლო გარემო, შემდეგ კი მოვირგეთ ხელთათმანები, მოვიმარჯვეთ ცელოფნის პარკები  და ერთად წავედით სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად“, - აღნიშნავს ქალბატონი ეკატერინე, რომელიც ასევე გვიზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის გულისტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ მოაგარაკეები ნაკლებად უფრთხილდებიან გარემოს:

„გული გვეტკინა მოაგარაკეთა მიერ დაუდევრად დაყრილი ნაგვისაგან რომ გვიწევდა ტერიტორიის გასუფთავება, ჩვენ გვიხარია მათი ჩამოსვლა სოფელში, გარემოს გაცოცხლება და გახალისება და პატივს ვცემთ მათ, თუმცა მათგანაც იმასვე მოვითხოვთ, მით უმეტეს რომ ნაგვის ურნები ყველა უბანში დგას“.

ეს აქტივობა, კი რომლის შესახებაც ქალბატონი ეკატერინე გვიამბობს, გახლავთ გზავნილი ველევის საჯარო სკოლიდან - დედამიწა ჩვენი სახლია და მას გაფრთხილება სჭირდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება