სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის მცველები მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლიდან
16-04-2025
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის ბიბლიოთეკარმა ნანა ციხისელმა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.

ეს ღირსშესანიშნავი თარიღი შთამბეჭდავი ყოფილიყო ძალისხმევა არ დაიშურეს მასწავლებლებმა: ნინო წიკლაურმა, ხათუნა ელყანიშვილმა, ნატო ჩაკვეტაძემ, ნონა ელკანიშვილმა. ქართული ასო-ნიშნებითა და ორნამენტებით მოქარგულ ფარდაგებს ამშვენებდა გამონათქვამები ქართული ენის შესახებ. სადღესასწაულოდ მორთული დარბაზი ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ქმნიდა.  

მოსწავლეებმა ისაუბრეს ,„მრვალჭირვარამგადანახადი“, მაგრამ მაინც „მყინვარივით გულზვიადი, ზღვასავით ულევი, თასმასავით მოქნილი, ღმერთების ენად“ შერაცხული ქართული ენის შესახებ.

გაიხსენეს, მშობლიურ ენაზე მზრუნველი, მოამაგე დიდი მამულიშვილები. გაიხსენეს, უახლესი წარსულიც, როდესაც საფრთხე შეექმნა ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას და სწორედ, 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა პერიოდში, შეძლო  ქართველმა ერმა, დაეცვა ქართული ენა და შეენარჩუნებინა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო კიდევ უფრო გაალამაზა  მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.

როგორც დიდი ილია ბრძანებდა, „სამი ღვთაებრივი საუნჯე- მამული, ენა, სარწმუნოება“-განუყოფელია. „დღეს ბედი მისი ჰკიდია ჩვენზე”,- გააჟღერეს მოსწავლეებმა და გულწრფელი ფიცი დადეს, რომ იზრუნებენ, გაუფრთხილდებიან, შეინარჩუნებენ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნიკალურ ფენომენს- ქართულ ენას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება