| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პატარა სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საგანმანათლებლო პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.
ამის დასტურია ინტელექტურალური თამაში, რომელში მონაწილეობაც ბავშვებისთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სახალისოცაა.
„პატარა სამსარის საჯარო სკოლაᲨი გაიმართა ტრადიციული თამაᲨი - „რა? სად? როდის?“ ბავშვები ენთუზიაზმით ჩაერთნენ აქტივობაში და წარმოაჩინეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სწრაფად აზროვნების უნარი“, - ასე შეაფასეს სკოლაში ჩატარებული აქტივობა და ისიც დასძინეს, რომ ზოგადად, ინტელექტუალური თამაᲨები ხელს უწყობს ბავᲨვების კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუᲨაობის უნარების განვითარებას, ასევე ქმნის საინტერესო და სახალისო სასკოლო გარემოს.
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, თამაშს კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ლ. კურგინიანი; აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურობის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა