სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის მე-4 კლასელებისთვის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე საინტერესო შეხვედრა გამართეს
16-04-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ცხოვრების ჯანსაღი წესი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება. თუ ამ საკითხზე ადრეული ასაკიდან დავიწყებთ საუბარს და გავითავისებთ მის მნიშვნელობას, შედეგიც არ დააყოვნებს.

17 მარტს, სკოლი IVა კლასს, რომლის დამრიგებელი თამარ ციცვიძე გახლავთ საინტერესო სტუმრები ეწვივნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმატებული მაღალკურსელები – ამანდა და საბა ტყეშელაშვილები. მათ პატარებთან საინტერესო, პროდუქტიული, სახალისო და პრაქტიკული აქტივობებით სავსე შეხვედრა გამართეს.

მოსწავლეებმა მოისმინეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „სუპერ ენერგიის წყარო“ – ჯანსაღი კვება, სრულფასოვანი ძილი, მოძრაობა – ჩვენი მეგობარი და „რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები“.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა „ჯანმრთელი ელჩის“ ფიცი დადეს, მიიღეს სიმბოლური სერტიფიკატები და სტუმრებისგან უნივერსიტეტში პირველადი დახმარების მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობაც დაიმსახურეს, როგორც აქტიურმა და ყურადღებიანმა მსმენელებმა.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს საინტერესო და მეტად საჭირო შეხვედრისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება