სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ​მუხურის თემის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
15-04-2025
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ეს უმნიშვნელოვანესი დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.

არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად ქცეულ ქართულ ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის არის განძი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთხილება, სიყვარული!...

სწორედ ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება გაიმართა 14 აპრილს, სკოლის სააქტო დარბაზში, სახელწოდებით - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, მოეფერნენ მშობლიურ ენას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება