სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ერის სულიერ ფასეულობას“ - ემოციური ღონისძიება აზმანის საჯარო სკოლაში
15-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზმანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა თანატოლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ქართული დამწერლობის შესახებ და წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაცია.

„14 აპრილი დედა ენის დღეა! დღეს ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ერის სულიერ ფასეულობას და იდენტობას. დღეს იყო განცდა სიამაყისა. ამაყები ვართ, რომ მშობლიური ენა არსებობდა, არსებობს და მარად იარსებებს, რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ვუფრთხილდებით ამ განძს.

ეს არის დღე, როდესაც მხოლოდ გაკვეთილი არ ჩაგვიტარებია, დღეს ქართველობას შევეხეთ, ქართველთა ფესვებს და კიდევ ერთხელ მძაფრად ვიგრძენით სამშობლოს, წინაპართა(ერის) და ენის სიყვარული“, - ასე გამოეხმაურა აზმანის საჯარო სკოლა ღონისძიებას, რომელიც გაჯერებული გახლდათ სხვადასხვა აქტივობებით და მათში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეებმა.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება