სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბისხევის სკოლაში ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირიდან ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნებულ მოსწავლეებს - დებ ლუსი და ვიკა ტუხაშვილებს ზეიმით დახვდნენ
15-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სკოლაში წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს დებ - ლუსი და ვიკა ტუხაშვილებს გვაცნობენ. 

ბოდბისხევის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ლუსი ტუხაშვილი ესტონეთში, საერთაშორისო ტურნირზე ტალინის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. პატარა მოჭიდავემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ოთხი შეხვედრა ღირსეულად მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ასევე მონაწილეობდა ლუსის დამ IX კლასის მოსწავლე ვიკა ტუხაშვილი. ის ტალინის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 3000-მდე მოჭიდავემ მსოფლიოს ყველა წერტილიდან.

გამარჯვების აღსანიშნავად ჩემპიონ მოჭიდავე გოგონებს ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე - მასწავლებლებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

ქიზიყელი მოჭიდავეების ფან-კლუბი განსაკუთრებული პატივისცემით და გულწრფელი მადლიერებით მადლობას უხდის ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორს - თამარ გელაშვილს მზრუნველობისა და ხელშეწყობისთვის. ამასთანავე, მადლობას უცხადებენ პედაგოგთა სრულ კოლექტივს ერთგული მხარდაჭერისთვის.

ბოდბისხევის საჯარო სკოლა შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს უსურვებს მოჭიდავე დებს - ლუსი და ვიკა ტუხაშვილებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება