| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2025 წლის 14 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება, ასევე მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.
„ღონისძიება დაიწყო საზეიმო მისალმებით, რომელიც წაიკითხა წამყვანმა მოსწავლემ. მან მოკლედ მიმოიხილა დედაენის დღის მნიშვნელობა და აღნიშნა ქართული ენის უნიკალურობა და კულტურული ფასეულობა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართულ ენაზე დაწერილი ცნობილი პოეტების ლექსები. თითოეულმა მათგანმა გამოიჩინა არტისტიზმი, გამართული კითხვის უნარი და ემოციური ჩართულობა. ლექსების შერჩევა მორგებული იყო ღონისძიების თემატიკას და ხაზს უსვამდა ქართული ენის მნიშვნელობას. გარდა პოეზიისა, მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე ქართული სიმღერა, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა ღონისძიების საერთო ატმოსფერო და შექმნა ემოციურად დატვირთული, საზეიმო გარემო.
ღონისძიება წარმატებით წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, გამოავლინეს ინტერესი და პასუხისმგებლობა. მათმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ენა მათთვის მხოლოდ სასწავლო საგანი კი არა, არამედ ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ლიანა ბერიამ, ლეილა ბაძაღუამ, ელენე გაბეშიამ და მუსიკის მასწავლებელმა რუსუდან ძიძიგურმა, რომლებმაც ღონისძიების სცენარი, ტექსტები და მუსიკა შეარჩიეს და გამართულად წარდგენაში აქტიურად დაეხმარნენ“, - აღნიშნავს მოწოდებულ ინფორმაციაში სკოლის საქმისმწარმოებელი დავით პირტახია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა