სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
15-04-2025
-
+


14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რამხელა ბედნიერებაა გაგაჩნდეს საკუთარი ენა, სამშობლო, ხომ სრულყოფილი არ არის სამი მნიშვნელოვანი საუნჯის გარეშე: ენა, მამული, სარწმუნოება. 

“…ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...” ამბობდა გრიგოლ ორბელიანი და მართლაც ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და ასმაგად შევიყვაროთ ჩვენი მშობლიური ენა.

ენის დაცვა თავისთავად გულისხმობს უარის თქმას ბარბარიზმებზე, სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა დღევანდელი აქტივობაც, მოსწავლეებს დაურიგდათ ბარბარიზმები და საბედნიეროდ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ მათი ქართული შესატყვისები, რომლებიც უფრო ლამაზად ჟღერს.

“ენა ქართული-მყინვარივით გულზვიადი. ენა ქართული-ზღვასავით ულევი,ენა ქართული-თმასავით მოქნილი. ენა ქართული-ღმერთების ენა…” - კონსტანტინე გამსახურდიას ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიდადეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება