სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეშთაშენის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ღონისძიება მიეძღვნა 
15-04-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი. 

ღონისძიება ემოციებით, სევდითა და ტკივილით იყო სავსე და ლაიტმოტივად გასდევდა გივი ალხაზიშვილის ლექსად ნათქვამი სიტყვები. 

„უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს,
ვტირი და მაინც - მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,
რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე,
ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და  ისტორიული მეხსიერების გაღრმავება - რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ის გზა, რომელიც ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ განვლო.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი, დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას, დიდება საქართველოს“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება