სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ნამუშევრები მიუძღვნეს 
14-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შემოქმედებითად განსაკუთრებულად დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

მათ შორის აღსანიშნავია, 7 აპრილს ჩატარებული მე-3 კლასელთა ხელოვნების გაკვეთილი, რომელიც დედისა და სილამაზის დღეებს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს -  სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ნამუშევრებით დაუდასტურეს. 

ლამაზი ფერებით საკუთარ ოცნებებს ფრთა შესხეს და ხელოვნების გაკვეთილზე ყვავილები დახატეს. ძვირფასი საჩუქარი კი დედებსა და ყველა ქალს მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს. 

„ეს ლამაზი კედელი გახდა ჩვენი მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულება — პატარა ხელებით, დიდი გულით, გმადლობთ, ჩვენს ბავშვებს მათი ფერადი სულისთვის!“,- აღნიშნავს აქტივობის ხელმძღვანელი, მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ვ. თევანიანი. 

იხილეთ ფოტო:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება