სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა უფლებების სწავლების ფარგლებში დოკუმენტური ფილმს უყურეს
14-04-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით გრძელდება.

ამჯერად, VIIბ კლასის მოსწავლეებმა განიხილეს დოკუმენტური ფილმი „ჰაბიბოლა“, რომელიც მიგრაციის, ლტოლვილობისა და ადამიანის უფლებების თემებს ეხება. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და გააანალიზეს მისი ძირითადი გზავნილები. დისკუსიისას, რომელსაც სამოქალაქო განათლების და ფრანგული ენის პედაგოგები: ნანა მარღანია, სოფიო მურუსიძე უძღვებოდნენ, მოსწავლეებმა გამოხატეს ემოციები, იმსჯელეს ყველაზე შთამბეჭდავ სცენებზე და გააზიარეს, თუ როგორ უკავშირდებოდა ნანახი მათ პირად გამოცდილებებს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს ფილმის გავლენაზე, ახალი პერსპექტივების დანახვაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთმა ისტორიებმა საზოგადოებაში მეტი სოლიდარობა და ემპათია გააჩინოს. ეს აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების და უფლებების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება