სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხულის დღესასწაული“ - ამაღელვებელი ღონისძიება მუქედის საჯარო სკოლაში
14-04-2025
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მარტის მიწურულს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხულის დღესასწაული“, 1-ელი - მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები გაზაფხულთან დაკავშირებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდთოვლობისა და უშუქობის გამო აღსაზრდელები დაგვიანებით მოეფერნენ დედებს, დაგვიანებით აღინიშნა დედისა და ქალთა დღეები, მაგრამ ღონისძიებას არ დაკლებია არც ხიბლი და არც სილამაზე, რაც ამ დღეებს ახლავს. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის და გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები, დედოფლები. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს და ძვირფას ქალბატონებს სითბო და სიყვარული გაიზიარეს,

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - მაია ცხვარაძე, ნუნუ სიმონია, მადონა კორძაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე მანჯავიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება