| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ტოლერანტობას, ემპათიას, საკუთარი და სხვისი უფლებების პატივისცემას ასწავლიან და მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან.
ახლახან, სკოლაში პედაგოგების - ლალი მურადაშვილისა და ნაზი ხუციშვილის თაოსნობით, ჩატარდა კვირეული ბულინგის თემაზე სახელწოდებით - „არა ბულინგს!“, „ძალადობა სისუსტეა!“.
კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ბულინგის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა, მისი შედეგების გააზრება და სკოლაში უსაფრთხო, მეგობრული გარემოს ხელშეწყობა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საუბრები ბულინგის შესახებ, მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაცია, ასევე მოეწყო ფილმების ჩვენება, შეიქმნა პოსტერები და თვალსაჩინობა.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგებს საჭირო და აუცილებელი აქტივობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა