| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და პედაგოგ ნარგიზა პოპიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ერთობლივი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს — ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს დღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას, თავისუფლების ფასის გააზრებას და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა პატივისცემას.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოსთვის თავდადების მაგალითებზე. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომელებიც ასახავდა 9 აპრილის ღამის ემოციურ განწყობას, სულიერ ტკივილს და გმირულ სულისკვეთებას.
მოსწავლეებმა გამოხატეს პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების გზაზე შეუპოვრად იდგა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.
9 აპრილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს დღე სკოლაში გადაიქცა არა მხოლოდ ისტორიული თემის განხილვად, არამედ ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელოვან ნაბიჯად.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა