სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო ღონისძიებები ცერონისის საჯარო სკოლაში
14-04-2025
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

21 მარტს მსოფლიოში ტყის საერთაშორისო დღე და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. 

ამ მნიშვნელოვან თარიღებს სკოლაში ღონისძიებებით გამოეხმაურნენ. 

ტყის საერთაშორისო დღე, ბუნებისმეტყველების  მასწავლებელ ქეთევან მაისურაძის ხელმძღვანელობით, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყის დაცვის მნიშვენლობის გააზრება. მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას კი მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების -  ეკატერინე მეგრელიშვილი და თეონა თავშავაძისა, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგის - ასმათ მინდიაშვილის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. 

პედაგოგები მოსწავლეებს სინდრომის რაობის შესახებ ესაურნენ და მათთან ერთად სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

გაიმართა ინტერაქტიული პრეზენტაცია.

„შევქმენით ვიზუალური პრეზენტაცია, სადაც თითოეული სლაიდი წარმოადგენს ერთ მითს და შემდეგ რეალობას. გაიმართა თამაში - „მითი თუ ფაქტი“ -  წავიკითხეთ დებულებები, მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, შემდეგ განვმარტეთ სწორი პასუხი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„დაგეგმილი აქტივობები დაგვეხმარება სკოლაში ხელი შევუწყოთ ინკლუზიური გარემოს შექმნას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება