სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო საზოგადოების გულისცემა“ - ლიხეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი შეხვედრა ჩატარდა
11-04-2025
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ლიხეთის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებსაც ისეთი გაკვეთილები შესთავაზონ, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ ინტერესებზე.

სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, ადგილობრივ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რაც სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მათი მონაწილეობითაც დასტურდება.

ახლახან ლიხეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა, სახელწოდებით - „სასკოლო საზოგადოების გულისცემა“, რომლის მიზანიც სკოლის წარმომადგენლების მეტად დაახლოება, თანამშრომლობითი ურთიერთობების მეტად განმტკიცება და რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლებს შორის მეტი სიყვარულის გაღვივება გახლდათ.

„ლიხეთის საჯარო სკოლის საზოგადოებამ გამართა შეხვედრა, რომელიც იყო არა უბრალოდ შეხვედრა, არამედ მოგზაურობა, რომლის დროსაც, თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი საკუთარ სიღრმეებს შეეხო, ერთმანეთის სულსა და თვალებში ჩაიხედა და საკუთარი შინაგანი სამყარო ერთმანეთს გაუზიარა.

წარდგენილმა პრეზენტაციამ სიტყვებით მოხატა სასკოლო საზოგადოების არსი, მოსწავლეებმა კი იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, ხოლო ნამდვილი მაგია მაშინ დაიწყო, როცა მონაწილეებმა „ინტერვიუს“ ბარათები ხელთ აიღეს, რის დროსაც სიჩუმეც კი აზრებით სავსე იყო

მოსწავლე-მასწავლებლის ჩართულობამ-ფსიქოლოგიურ შეკითხვებზე პასუხის გაცემამ- უფრო მეტად დააახლოვა სასკოლო საზოგადოების წევრები ერთმანეთს, რომლებიც ერთად, თითო აგურით, აშენებენ ჯანსაღ სასკოლო ურთიერთობას, ერთმანეთის სიღრმისეული გაცნობითა და ემპათიის გრძნობით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება