სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლამ, მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების პროექტის ფარგლებში, საპატიო სტუმარს უმასპინძლა
11-04-2025
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებსაც ისეთი გაკვეთილები შესთავაზონ, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ ინტერესებზე.

სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, ადგილობრივ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რაც სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მათი მონაწილეობითაც დასტურდება.

ახლახან, ქუთაისის N16 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებს და ინგლისურის პედაგოგს - ნინო ჩიტაიშვილს საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ ტერაბანკის წარმომადგენელ ანა მამრიკიშვილთან.

შეხვედრა ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიამბობენ,  FinEdu - ფინედუ - წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ახორციელებს ბევრისათვის უკვე საყვარელ და პოპულარულ  პროექტს სახელწოდებით: „მოიწვიე ფინედუ კლასში".

„პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანი გვესტუმრა და მოსწავლეებს სახალისო და გამორჩეული გაკვეთილი ჩაუტარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, საქართველო კი 2014 წლიდან შეუერთდა. კვირეული  ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება